ნინო ლაცაბიძემ ისნის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო

20/12/2017

,,2018 წლის ბიუჯეტში ისნის რაიონისთვის სოციალური მიმართულებით 400 ათას ლარამდე მატებაა გათვალისწინებული“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. დეპუტატმა რაიონის მცხოვრებლებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დეტალურად გააცნო და აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. მისივე თქმით, ისნის რაიონში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიც მთავარი და შიდა გზების, ასევე, ეზოების, კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციას გულისხმობს. ნინო ლაცაბიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტით რაიონში მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, განახლდება სკვერი და მოეწყობა სპორტული მოედნები. მოსახლეობასთან შეხვედრას საკრებულოს წევრები და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0