ნოდარ კერესელიძე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

31/01/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროკავშირის წარომადგენლობის ექსპერტს გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიოს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრისტინა კასელას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) – მიმდინარე სტატუსი განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD-ის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპზე დაწყებულია ENPARD-ის მეორე ფაზა, რომლის მთავარი მიმართულება სოფლის განვითარებაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა და მისი ეფექტიანად განხორციელებისთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ENPARD-ის მესამე ფაზის განხორციელების ძირითად საკითხებს. აღინიშნა, რომ ENPARD III-ის პროექტი მომზადების პროცესშია და ENPARD II-ის პროექტის პარალელურად დაიწყება. აღნიშნული საკითხის განხილვა ENPARD-ის სამეთვალყურეო საბჭოს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0