ოზურგეთში შშმ პირებს შორის გურიის რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა

12/06/2017

ოზურგეთის სპორტის სასახლეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის რიგით მესამე რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატი სპორტის ოთხ სახეობაში – ჭადრაკში, ნარდში, შაშსა და მკლავჭიდში გაიმართა. საქველმოქმედო ასოციაცია „გურიამ“, დავით ჟღენტის სახელობის გარდამავალი თასი დააწესა, რომელიც გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგის მქონე გამარჯვებულ გუნდს გადასცეს. ჩემპიონატის ყველა მონაწილე და ფინალში გასული მოასპარეზეები მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები არჩილ ყაზაიშვილი, გიორგი ღურჯუმელიძე და სოციალური დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მაიზერ ცელაძე დაესწრნენ. გურიის ჩემპიონატის გამარჯვებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0