„ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია – ეს სპექტაკლი ჩავარდა

16/10/2018

„რაც შეეხება „ომეგას“ საქმეს, აქ კითხვები,მგონი ამოწურულია. თვითონ „რუსთავი2“-იც, ნიკა გვარამიაც კი ვეღარ ბედავს ამ საქმის შეხსენებას, იმდენად მარტივად ჩაეშალათ მათ ის სპექტაკლი, რომელიც წამოიწყეს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება შესაძლო ჩანაწერებს, მისი შეფასებით, ამასთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ კაცს უნდოდა 50 მილიონის არ გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. პარტნიორად გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ნათელია ამ საქმეში, ბუნებრივია, ეს სპექტაკლი ჩავარდა. რაც შეეხება შესაძლო ჩანაწერებს, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება არის ჩემგან შეუძლებელი, დამთავრებულია ეს სპექტაკლი.

რაც შეეხება მიყურადებას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საკუთარ ტელევიზიაში უნდა გამოიკითხოთ, გამომდინარე იქედან, რომ თქვენ დადეთ ფარული ჩანაწერები. რაც შეეხება მეორე მხარეს, მეორე მხარე თვითონ გაგცემთ პასუხს, მაგრამ თქვენ როცა დებთ ფარულ ჩანაწერებს, თქვენ უნდა მოიკითხოთ საიდან გადის ეს ინფორმაცია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0