ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

18/02/2023

ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან დაიწყო ცხმორი, ბაჯიხევი, კვაშხიეთი, ზვარეთი, ხეითის, შქმერის მიმართულებით, ასევე გაიწმინდა სოფელ გადამში. ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე და მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი. შეგახსენებთ რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება. იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალური და პრობლემური ადგილები. უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება. რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0