ონსა და ამბროლაურში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მრავალპროფილიანი სპორტული დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 19 სექტემბერს, სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნული ობიექტები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. სპორტული დარბაზების რეაბილიტაციისთვის 1 143 000 ლარია გამოყოფილი და მათი დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება.

Visited 113 times, 1 visit(s) today