ონში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” პროექტები ხორციელდება

12/06/2019

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მეთან -ემზარ საბანაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მიმდინარეობს:
სოფ.ბაჯიხევში-შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
სოფ.უშოლთაში-სასმელი წყლის რეაბილიტაცია და ხარისთვალის სასაფლაოს შემოღობვა. ადგილობრივი ბიუჯეტით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხმორი,ჟაშქვა,სორგითი და ღუნდა-მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; სოფ.პიპილეთში ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა.
გიორგი გონაძემ გუფთა-ონის საავტომობილო გზისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოებიც დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0