„ორიონმა“ საინფორმაციო აქცია მოაწყო

01/12/2017

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. სტიგმა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და სოციუმსაც უდიდესი როლი აკისრია შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტირების პროცესში, ზესტაფონის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა „ორიონმა“ 1 დეკემბერს, საინფორმაციო ხასიათის აქცია მოაწყო. მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ისინი საჯარო და კერძო დაწესებულებებს სტუმრობდნენ. „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“, „ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს“ . ამ სლოგანით ისინი მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს თავმჯდომარეს ვახტანგ ღამბაშიძესაც ესტუმრნენ. საკრებულოს თავმჯდომარეს, ორგანიზაციის მიერ გამოცემული საინფორმციო ბუკლეტი დაუტოვს და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0