ოქროჯანაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

10/03/2017

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, მათი სამომავლო შედეგები და მიზნები. შეხვედრაზე შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს. შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი დოქტორ თორსთენ დერიკი, მრჩეველი კრისტიან კოკვიკი,ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი მერი გაბაშვილი , სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ქავთარაძე,ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე რევია,ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი გრიგოლ მოდებაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0