ოქუაშვილის „სკანდალი“ სულ უფრო და უფრო კომიკურ სახეს იძენს

08/10/2018

„საზოგადოება თვითონ ხედავს, თუ რამდენად კომიკურ სახეს იძენს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე, არ ვიცი, რამდენად არის სწორი, ამ კომიკურ ქეისზე, ზოგადად, პასუხების გაცემა. საზოგადოება თვითონ ხედავს, კიდევ ხდება რაღაცა ახალი ე.წ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. მუდმივად გვეუბნებიან, რომ ეს არის ყველაზე მძიმე ჩანაწერი, ყველაზე რთული ჩანაწერი. ამ დროს არაფერი არ ხდება. ეს არის საერთო სურათი. საზოგადოება, თვითონ ხედავს, თუ რამდენად კომიკურ სახეს იძენს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ასეთ კითხვებზე, ბუნებრივია, ჩვენ სერიოზულ პასუხს ვერ გავცემთ”,- განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს ინდივიდუალური საქმეა.

„ეს არის ინდივიდუალური საქმე. მე, ზოგადად, უკვე გაგეცით პასუხი ოქუაშვილის ამ „სკანდალთან“ დაკავშირებით და ვთქვით, რომ ეს სულ უფრო და უფრო კომიკურ სახეს იძენს. ეს არის ჩემი ზოგადი პასუხი ამასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0