პაპუნა მარგველიძემ შიდა სამსახურეობრივი თათბირი გამართა

06/03/2023

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ შიდა სამსახურეობრივი თათბირი გამართა, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე, მოადგილე-ლევან ზალკალიანი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. თათბირის დასაწყისში, პაპუნა მარგველიძემ ადმინისტრაციის 6 თანამშრომელს გასულ წელს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მადლობის სიგელი გადასცა. აგრეთვე, თანამშრომლებს გააცნო რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის ახალი წევრი- ვასილ გოგობერიშვილი, რომელიც მუშაობას 1-ელი მარტიდან შეუდგა. სამუშაო თათბირი გასულ კვირას რეგიონში უმნიშვნელოვანესი სიახლის აღნიშვნით გაგრძელდა. მოგეხსენებათ, რომ ქ. ამბროლაურში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის-მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2023 წლის გამოცდების ჩასაბარებლად “საგამოცდო ცენტრი” გაიხსნება, რაც აბიტურიენტებს, როგორც დროის ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემთ. თათბირზე, აგრეთვე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შეაფასეს ამ მხრივ არსებული მდგომარეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0