პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მარინე (დიანა) ასათიანი პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

04/10/2017

საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინე (დიანა) ასათიანი პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა.
მან ახალგაზრდებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და განუმარტა თუ რა შესაძლებლობებს უხსნის მათ პარლამენტში სტაჟირების გავლა.
საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ამომწურავად ისაუბრა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურისა და პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ფუნქციური მოვალეობების შესახებ. მიმოიხილა კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჯარო სამსახურის რეფორმის შედეგად განხორციელებულ სიახლეებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0