პარლამენტმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს“ მხარი დაუჭირა

06/10/2023

პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს“. სარატიფიკაციო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი თქმით, დამფუძნებელ შეთანხმებაში, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს გაფორმდა, ცვლილებები შედის ორ მუხლში. პირველი ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოპერაციების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება სუბსაჰარული აფრიკისა და ერაყის მიმართულებით. მეორე ცვლილებით, მოიხსნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვეულებრივ ოპერაციებზე საწესდებო კაპიტალის შეზღუდვები და დირექტორთა საბჭო აღიჭურვება ნდობით, რომ დააწესოს და შეინარჩუნოს ლიმიტი ბანკის ფინანსური მდგრადობის დაცვის გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0