პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

31/05/2017

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ და პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდამ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულეს. პოლონეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ბათუმიდან გაემგზავრა, სადაც პოლონეთის დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ უმასპინძლეს.
გიორგი მარგველაშვილმა და ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარში გასეირნების შემდეგ სტუმრებისათვის მიღება გამართეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0