პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ამ წუთებში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

29/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ამ წუთებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ესწრებიან:
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე: ირაკლი კობახიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი: გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: სოფიო ქაცარავა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
საქართველოსთავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია
საგარეო საქმეთა მინისტრი: მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი: ვახტანგ გომელაური
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის
2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი;
2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა;
2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები
3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო
4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე
5. მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0