პრეზიდენტი უნდა გადავაყენოთ

11/05/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“პრეზიდენტი უნდა გადავაყენოთ!!!! პრეზიდენტი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრებას(ოჯახი არია მამაკაცისადაქალის ერთობა). პრეზიდენტი, რომელიც ამითი მხარს უჭერს ჰომოსექსუალი წყვილების დაქორწინებას. პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია. პრეზიდენტი, რომელსაც ავტორიტეტი არ აქვს. პრეზიდენტი, რომელსაც მოქალაქეების უმეტესობა დაცინის, პრეზიდენტი, რომლისთვისაც ხმა არავის მიუცია, პრეზიდენტი, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელი მხარდამჭერი ყავს. პრეზიდენტი, რომელიც ცარიელ ადგილს წარმოადგენს, პრეზიდენტი, რომელიც ამორალიზმსა და გარყვნილებას ქადაგებს. პრეზიდენტი, რომელიც გაფუჭების მეტს ვერაფერს აკეთებს და ყველაზე მთავარი-პრეზიდენტი რომელიც 2016 წლის არჩევნებში საშიშ -დესტრუქციულ როლს ითამაშებს – ესეთი პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა გადავაყენოთ და გავუშვათ სახლში, რადგან ის ქვეყნის სირცხვილია. როდესაც გადავაყენებთ, შემდეგ შეუძლია დამოუკიდებლად კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე, რათა თავად დარწმუნდეს, რომ 3%-საც ვერ მიიღებს!!!!!!!!!!! დადგა დრო, რომ დავიწყოთ მოქმედება ჩვენს მიერ არარჩეული პრეზიდენტის გადასაყენებლად!!!!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0