პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამის თქმა დაავიწყდა, ან უბრალოდ არ გაიხსენა

07/04/2017

სამწუხაროდ, აქცენტები დასაწყისშივე გაკეთდა მცდარი, ცალმხრივი, არაობიექტური, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ სიტყვთ გამოსვლისას გაკეთებული აქცენტები რეალობას იყო აცდენილი.

“სამწუხაროდ, აქცენტები დასაწყისშივე გაკეთდა მცდარი, ცალმხრივი, არაობიექტური, მიკერძოებული, არანეიტრალური. პრეზიდენტი ისე წარმოჩინდა, როგორც მხარე, რაც ძალიან სამწუხაროა. როცა საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარ თავში ჩაკეტილ, დიალოგის არმოსურნეს უწოდებ და ვითარებას აფასებ, როგორც საფრთხის შემცელს, ეს მაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ, მისი აქცენტები რეალობას აცდენილი იყოს. შეგვიძლია, მისი ყველა აქცენტის და შეფასების სრულიად საპირისპირო რეალობაზე ვისაუბროთ. ასევე შეგვიძლია, ფაქტებით ვისაუბროთ იმაზე, ქვეყანას რამდენად მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამის თქმა დაავიწყდა, ან უბრალოდ არ გაიხსენა, როცა განსაკუთრებით საქმე ადამიანის უფლებების სფეროს, სისტემურ რეფორმებს, სამართლის უზენაესობის საკითხებს და იმ დიდ დინამიკას ეხება, რომლითაც საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
როგორც ჩანს, მისი სივრცე, საიდანაც პარლამენტს გვესაუბრება, ის სივრცეა, რომელიც უფრო საპირისპირო მხარეა და არა როგორც ნეიტრალური შემფასებელი, სხვა შემთხვევაში, არც ასეთი დასაწყისი იქნებოდა და არც მნიშვნელოვანი საკითხები გამორჩებოდა, რაც უდავოდ აღნიშვნას ითვალისწინებს,” – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0