პროექტის „ევროპული მასწავლებელი“ მონაწილე პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

14/06/2017

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოში სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეროვნული პროექტების მენეჯერი (ICMPD) ზურაბ ყორღანაშვილი პროექტის „ევროპული მასწავლებელი“ სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს. 21-25 მაისს სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. სასწავლო ვიზიტი პროექტის „ევროპელი მასწავლებელი“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიცაა პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში, სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება პროფესიულ განათლებაში, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია. „ჩვენ ვიზის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უკვე კიდევ წინ ვდგამთ ნაბიჯებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, უმთავრესი პრიორიტეტი და მათ შორის პროფესიული განათლება, რომლის მთავარი მიზანი იყო სწორედ ამგვარი ვიზიტი ჩვენი მასწავლებლების როგორც ბრატისლავაში, ისე ავსტრიაში. ამგვარი ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაცვლა, რომელიც ძალიან კარგი აქვს სხვათაშორის ზოგიერთ ქვეყანას, ყოველთვის ხელს შეუწყობს იმას, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით ჩვენმა მასწავლებლებმა კიდევ უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ჩამოიტანონ საქართველოში და განაგრძონ თავიანთი საქმიანობა, რაც ძალიან მნიშნელოვანია“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0