პროექტ “ემეგობრე მემკვიდრეობის” ეგიდით გამოკითხვა დასრულდა

01/09/2017

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მისი ახალი საზოგადოებრივი პროექტის “ემეგობრე მემკვიდრეობას” ეგიდით, სოციალურ ქსელში გამოკითხვის გზით ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან 6 პრიორიტეტული ძეგლის გამოვლენის პროცესი დაასრულა . გამოკითხვაში 992 ადამიანმა მიიღო მონაწილება. შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: საკულტო-საფორტიფიკაციო ძეგლები: 1-სათხეს ეკლესია – 33.6 %, 219 ხმა. 2-დავით-გარეჯი, დოდოს რქა -17.4 %,144 ხმა. 3- ვარძია – 16.6 %, 139 ხმა. 4- გეგუთის სასახლე – 10.5 % 110 ხმა. 5- დანარჩენი – 21.9 % 180 ხმა. არქეოლოგიური ძეგლები: 1-დოლოჭოპი – 47,2%, 367 ხმა. 2-გრაკლიანი – 34,5%, 302 ხმა. 3- დანარჩენი – 18.3 % 102 ხმა. მადლობას გიხდით გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისთვის. შეგახსენებთ რომ გამოკითხვით შერჩეული ისტორიული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში მოხვდება. მათზე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები კი კლუბის – „ემეგობრე მემკვიდრეობას“ საწევრო გადასახადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო და კერძო საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდულ სახსრებთან ერთად, თანადაფინანსების წესით განხორციელდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0