ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა

01/03/2017

ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს უმაღლეს კომისართან ზეიდ რაად ალ-ჰუსეინთან.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხში მისი პრინციპული პოზიციისთვის. მაღალი შეფასება მიეცა კომისრის მიერ 2016 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა საბჭოზე გაჟღერებულ მკაფიო გზავნილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობაზე.
მინისტრმა უმაღლეს კომისარს ინფორმაცია მიაწოდა საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0