რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზესტაფონში რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

01/08/2017

ჩხეიძის მე – 5 შესახვევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ქუჩის 950 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო – ბეტონის საფარი მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარით განისაზღვრა. ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა თითქმის 30 წელზე მეტია არ მოწესრიგებულა. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 20 ათასზე მეტი მაცხოვრებელი შეძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0