რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

12/12/2023

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხი დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გიორგი ხახუბიამ გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების მომზადების მიზანს საპორტო ქალაქებისთვის საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღება წარმოადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს საერთაშორისო საკონტეინერო მომსახურება. მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა დგინდება, რომლის ზედა ზღვარი ერთი კონტეინერისათვის 30 ლარს შეადგენს. სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები დეცენტრალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საკონტეინერო მომსახურებიდან მიღებული ფინანსური რესურსი პირდაპირ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მიემართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0