რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ახალი თემატური ჯგუფი შეიქმნა

04/03/2024

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში თემატურ მოკვლევაზე – „დეცენტრალიზაციის როლი და გამოწვევები მუნიციპალიტეტების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის შექმნის და წევრების შესახებ ინფორმაცია მთავარმა მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ წარადგინა. მისი თქმით, თემატური მოკვლევის ჯგუფში გაწევრიანების სურვილი კომიტეტის რამდენიმე წევრმა გამოთქვა და შესაძლოა ჯგუფის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, კომიტეტი მნიშვნელოვან თემატურ მოკვლევას იწყებს, რომელიც დეცენტრალიზაციის როლსა და მუნიციპალიტეტების თანაბარ განვითარებას შეეხება და მის მუშაობაში მონაწილეობას დამატებით რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატიც მიიღებს და მოგვიანებით სია კიდევ დაზუსტდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0