რთული რელიეფის მიუხედავად საყავრიას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

12/09/2017

შუახევში,სოფელ დარჩიძეების საყავრიას ტყეში ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ ღამის საათებში ადგილობრივებმა სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით შენიშნეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განცხადებით ხანძარი დაახლოებით 300-400 კვადრატულ მეტრზე ვრცელდებოდა.
ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ დარჩიძეებში მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული, თუმცა რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადებმა შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ შეძლეს.
ცეცხლი გვიან ღამით სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა ჩააქრეს.ხანძრის ლიკვიდაცია ძირითადად მიწით მოხდა.
უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველოს და სატყეოს სამსახურის თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0