როდინაული – ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

12/12/2019

როდინაული – ობჩის საავტომობილო გზის 5 კმ – იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. გზის რეაბილიტრაცია 3 მილიონი ლარით არის დაფინანსებული. პროექტი მუნიციპალირი განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელსაც ზესტაფონის მერია 2019 წელს ახორციელებს, თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვანია როდინაული – ობჩის საავტომობილო გზა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს, ზესტაფონს და ბაღდადს აკავშირებს ერთმანეთთან. როდინაული – ობჩის საავტომობილო გზა არის აგრეთვე ზესტაფონი – ქუთაისის ავტომაგისტრალის ალტერნატიული გზის მონაკვეთი. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 3000 მეტი ადამიანი შეძლებს“. – აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირზე 18 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ტენდრში გამარჯვებული C & K ტექნოლოგი ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0