რუსთავში გარე განათების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

08/06/2017

სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს პარალელურად, რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები დღეისთვის, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს, სადაც 40 ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათი მონტაჟდება. სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს. გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება. სკვერის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება დაზიანებული ქვაფენილის აღდგენა და სპორტული მოედნის მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0