რუსთავში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა

13/05/2022

რუსთავში, მე-19, მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ახალი სკვერი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების წევრებმა ერთობლივად გახსნეს. მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი და დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ადგილზე დენდროლოგიური პროექტიც განხორციელდა და სკვერის ტერიტრიაზე, 350 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1 224 439 ლარი შეადგინა. ახალ რეკრეაციულ სივრცეს რუსთაველმა ახალგაზრდებმა, უკვე სახელიც შეურჩიეს და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მშვიდობის სახელის მინიჭების ინიციატივით მუნიციპალიტეტს მიმართეს. პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ სიმბოლურ პეტიციაზე კი ამ ინიციატივის მომხრეებმა მოაწერეს ხელი. ღონისძიებას რუსთაველებთან ერთად, ამჟამად ქალაქში მცხოვრები, უკრაინიდან დევნილი ოჯახებიც დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0