რუსთავში რუსთავქალაქობას აღნიშნავენ

16/09/2017

რუსთავში დღეს რუსთავქალაქობას აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში, ლიტვის, ფილიპინების, უკრაინის, პოლონეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების ოფიციალური მიღებით დაიწყო.
უცხოელ სტუმრებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები:დავით ლობჟანიძე, ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები შეხვდნენ. შეხვედრაზე ქალაქ რუსთავსა და აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. უცხოური დელეგაციები დღის განმავლობაში, კოსტავას გამზირზე და ქალაქის ცენტრალურ პარკში რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებასაც დაესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0