რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

02/02/2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქვემო ქართლის სამმართველოს ახალი ოფისი გახსნეს. ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურში 20-მდე მაშველია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტიპის ახალი ოფისების გახსნას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში გურიასა და აჭარაშიც გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0