რუსთავში, შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, ტურგენევის ქუჩის გასასვლელებსა და ტაბიძის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

06/11/2017

2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, შიო არაგვისპირელის ქუჩაზე, ტურგენევის ქუჩის გასასვლელებსა და ტაბიძის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელები ეწყობა და ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
გზის საფარის კაპიტალური შეკეთება გრძელდება ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩაზე და ძველ რუსთავში, გომელაურის, ფიროსმანის, მშენებელთა, დავით გარეჯის, რუსთაველის, მაიაკოვსკისა და სარაჯიშვილის ქუჩების შიდა ეზოებში.
სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელები და ტროტუარები, მიმდინარეობს დაზიანებული საფარის მოხსნა და ტერიტორიის მომზადება ასფალტის დასაგებად.
პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის მე-7 მიკრორაიონის #5, #6 და #10 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ცურტაველის ქუჩაზე კი, #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ორსართულიან შენობაში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება.
2017 წელს, რუსთავში, ჯამში, 11, 5 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, სამუშაოებისთვის, 8 მლნ ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0