რუსთავში ცნობილი ფრანგი სკულპტორის ნიკოლაი ფლესინგის ქანდაკება დადგეს

ცნობილი ფრანგი სკულპტორის ნიკოლაი ფლესინგის ქანდაკება სახელწოდებით – ,,ქალაქის კარიბჭე“, დღეს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სკვერში განათავსეს.
ქანდაკების მონტაჟში თავად ნიკოლაი ფლესინგი იღებდა მონაწილეობას, პროცესს რუსთავის მერი დავით ჯიქია ესწრებოდა.
ცნობილი ფრანგი ხელოვანი ,,ქალაქის კარიბჭეზე“ , მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, რუსთავში ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა. ფლესინგს ასისტენტობას რუსთავის მერიასა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, აკადემიის სტუდენტები უწევდნენ.

Visited 292 times, 1 visit(s) today