საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი გახდა მიმდინარე ხარჯების შემცირებით

20/12/2017

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა უკავშირდებოდა არაერთ საკმაოდ რთულ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას. კერძოდ; “2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მცირდება მთავრობის ზომა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც მშპ-ს 5.2%-იდან 4.4%-მდე შემცირდა.
2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის:
· შრომის ანაზღაურების შემცირება – 100,0 მლნ ლარი;
· ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი.
მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი იქნება. რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს.
,,აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0