საგარეო საქმეთა სამინისტრო ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტს გმობს

31/07/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 28 ივლისს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.
როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0