საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

12/06/2017

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ამჟამად აღმაშენებლი –რუსთაველის ქუჩების შემაერთებელ გზის მონაკვეთს და ნიკო ნიკოლაძის ქუჩის მეორე შესახვევს უტარდება. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ნიკოლაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 80131 ლარს შეადგენს, ხოლო აღმაშენებელი –რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 28442 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მამუკა მახათაძემ დაათვალიერა. 2017 წელს მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0