სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა

01/03/2017

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა შეთანხმება მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.
როგორც დიმიტრი ქუმსისვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთავრობას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოწონებული იქნა მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა.

„მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ შევთანხმდით მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ შეთანხმებას 3-წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი SDR-ის, (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს,“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინმა.

„საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც არ შეფერხდება სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური ხარჯები, ხოლო ქვეყნის ვალი შენარჩუნდება მდგრად დონეზე. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით,“ – განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა სათანადო ყურადღებას ამახვილებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. „უნდა გადაიდგას ნაბიჯები ბანკის გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბანკებისთვის ლიკვიდურობის მიწოდების მექანიზმის შესაქმნელად“
ამბიციური სტრუქტურული რეფორმები მოიცავს განათლების გაუმჯობესებას, საგზაო ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ქვეყნის მდებარეობის ეფექტური გამოყენების და საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ ჰაბად გადაქცევის მიზნით, სახელმწიფო მართვის ღიაობის და ეფექტიანობის ამაღლებას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სადაც გაიზრდება კერძო სექტორის როლი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
მისი თქმით, გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერებას, ფინანსური უსაფრთხოების ბადის და ბანკების გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს შექმნას, აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას შოკების მიმართ და უზრუნველყოფს მის მიერ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ბანკების ზედამხედველობა კვლავაც გულმოდგინედ დააკვირდება სისტემურ და ლიკვიდურობის რისკებს.
იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო.
წლის დასაწყისში განვითარებული პოზიტიური ტენდენციები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, 4-პუნქტიანი გეგმა რეალისტური, ეფექტური, შედეგზე და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული – დიმიტრი ქუმსიშვილი
როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1,317 მლნ ლარი, რაც 18,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციაა ფულად გზავნილებში, სადაც ზრდა 26.1%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 25%-ით, ამავე პერიოდში ექსპორტი წინა წელთან გაზრდილია 45%-ით.
2017 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები, თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც მთავრობის საშუალოვადიანი საბიუჯეტო გეგმები თვისობრივად ტრანსფორმირებულ ფისკალურ პოლიტიკას წარმოადგენს და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ეკონომიკური ზრდისთვის მეგობრული საგადასახადო სისტემის შექმნას, საბიუჯეტო პროგრამების უფრო მეტ ეფექტიანობას, ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
„მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ შევთანხმდით მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასა და 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე, მათ შორის, მოგების გადასახადისა და შემოსავლების მობილიზების კუთხით გატარებულ რეფორმებზე, ხარჯების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა მთავარი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის მხარდაჭერა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფონდის მხრიდან დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების მიმართულებით.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორის სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერის მზაობას.

„მთავრობამ გაითვალისწინა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, აღარ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარუდგინა ის კანონპროექტები, რომლებიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს. საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერება აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას და უზრუნველყოფს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სრულად გამოვიყენოთ ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017-2020 წლებში დასრულდება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემალი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენოს ჩვენი ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალი.

„ინფრასტრუქტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნება რეგიონებს შორის კავშირის გაუმჯობესება, რაც გაზრდის მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები 2017-2020 წლისათვის მშპ-ს 5.6%-დან 9%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები 26.5%-დან – 21.7%-მდე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა გეგმავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული რეფორმების გატარებას, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა, სადაზღვევო სისტემის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნა, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვის დახვეწის ღონისძიებები და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0