საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის მეოთხე სემინარი გაიმართა

21/05/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) რიგით მეოთხე საერთაშორისო სემინარი გახსნა. კონფერენციაზე ევროპიდან მოწვეულმა დელეგატებმა გინეკოლოგიური ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიის, ინფექციური დაავადებების, დერმატო-ონკოლოგიის, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებებისა და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის საკითხებზე კოლეგებს საკუთარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება გაუზიარეს. თემატურად დაყოფილ სემინარზე, 800-მდე მონაწილე მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და ინოვაციებს გაეცნო. საერთაშორისო კონფერენცია სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“, ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელშეწყობით, ქართველ პათოლოგ-ანატომ ალექსი ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით უკვე მეოთხე წელია იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0