საირხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საირხეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

29/09/2017

საირხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საირხეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
დღეს, განახლებული ბაღი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილეებმა ოთარ ომიაძემ და გიორგი იაკობაშვილმა, ასევე საკრებულოში საირხის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა იაგო ბერიძემ მოინახულა.
სამუშაოების ფარგლებში შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.
საირხის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 3 ოქტომბერს დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0