საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20/03/2017

სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წლების საჯარო პრეზენტაციის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინიტროში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი ფუნქცია სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობაა. შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ საბჭოს წევრები ოთხ ჯგუფად შემდეგი ძირითადი მიმართულებით – 1.ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის სფერო, 2.სოციალური მდგომარეობის და ცხოვრების დონის სფერო, 3.გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის სფერო და 4.ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა – იმუშავებენ. შეხვედრაზე განიხილეს 2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის საკითხებიც. სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0