სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

14/08/2017

ქალაქ გარდაბანში სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ნიკა 2014“-მა 73 700 ლარად შეასრულა. სამუშაოების შედეგად რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს, გაკეთდა ახალი მემორიალური დაფები, სადაც ომში დაღუპულთა სახელი და გვარებია ამოტვიფრული, დაირგო ზეთისხილისა და კვიპაროსის ჯიშის ხეები, აგრეთვე დამონტაჟდა ღამის განათებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0