“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” შეთავაზება საარჩევნო სისტემის თაობაზე

09/03/2017

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი” საზოგადოებას საარჩევნო სისტემის თაობაზე საკუთარ შეთავაზებას აცნობს. „prof-news“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„იმის გამო რომ საქართველოს კონსტიტუციით ჯერ არ არის გადაწყვეტილი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, დღეს არსებულ რეგიონებს და მხარეებს კი არ აქვთ სამართლებრივი საფუძვლები საჭიროა საქართველოში შეიქმნას 10 თანაბარი ამომრჩევლთა რაოდენობის მქონე 15 მანდატიანი საარჩევნო ოლქი.
ამომრჩეველთა ხმების თანაბრობის უზრუნველსაყოფათ საჭიროა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უნდა გაიყოს 150-ზე პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობაზე (2016 წლის 15 ივლისი- განახლდება ყველა საპარლამენტო არჩევნების წინ ან/და 10 წლის შუალედში-მოსახლეობის აღწერის მიხედვით) 3513883/150=23425 ამომრჩეველი უდრის 1 მანდატს. ოლქი შედგება 351357 რეგისტრირებული ამომრჩევლისგან (23425*15=351375). მანდატის მოსაპოვებლად აუცილებელია ბუნებრივი ბარიერის 6.67% გადალახვა, თუმცა ხმების რაოდენობა ოლქების მიხედვით იქნება სხვადსხვა, რადგან ეს კონკრეტულ ოლქში ამომრჩეველთა აქტიურობაზე არის დამოკიდებული. პოლიტიკური პარტიები ოლქების მიხედვით დაარეგისტრებენ მინიმუმ 15 კაციან პარტიულ სიას(დახურული სიები).
ამომრჩეველს გადაეცემა მხოლოდ ერთი ბიულეტენი და აქვს ერთი ხმა, არ არის ამომრჩეველთა განათლების საჭიროება. მანდატები ნაწილდება მიღებული ხმების მიხედვით, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის (ჰარეს კვოტის) მიხედვით. შესაძლებელია დაწესდეს საერთო ეროვნული ბარიერი 3-4%, რომლის ვერ გადალახვის შემთხვევაში პარტია ვერ მიიღებს მანდატს რეგიონული სიიდან. ასევე შესაძლებელია საკონპენსაციო მანდატის გაცემა საერთო ეროვნული სიიდან, მანდატი გაიცემა იმ რეგიონის კვოტიდან სადაც პარტიამ ყველაზე მეტი ხმა, მხარდაჭერა მიიღო“-საუბარია შეთავაზებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0