სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო რწმუნებულმა – ბესიკ ამირანაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა – მაკა ბერიძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მერაბ ბერიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მალხაზ ლომსაძე და სტუდენტები ესწრებოდნენ. მემორანდუმი მოიცავს ორ მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც ერთი მხრივ, სტუდენტებს ხელს შეუწყობს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება-გაუმჯობესებაში, მეორე მხრივ კი ორიენტირებული იქნება საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მხარეები საგანმანათლებლო მიმართულებით მჭიდროდ ითანამშრომლებენ
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
29/05/2019