სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

16/03/2017

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2018 წელს რეგიონის კულტურის პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ პირველი სამუშაო Skype-კონფერენცია გაიმართა კულტურის სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის. კონფერენცია კულტურის მინისტრის მოადგილეს ლევან ხარატიშვილს მიჰყავდა, შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეები და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციისა და შეხვედრების შედეგად, გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი – „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტის განხორციელების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და 2017 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა 2017-2018“, რომელიც განსაზღვრავს ყველა სამთავრობო უწყების დაგეგმილ აქტივობებს კულტურის სფეროში. როგორც Skype-კონფერენციაზე აღინიშნა, აუცილებელია მუნიციპალიტეტების ჩართულობით რეგიონის კულტურის სტრატეგიის შესაბამისი ს მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაც. აღნიშნულის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებთან რეგიონის კულტურის 2018 წლის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. თანამშრომლობა მოიცავს კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა პრიორიტეტების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის ფორმატი, მისი შემუშავების მეთოდიკა და პროცესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0