საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს

„საქართველოსა და სომხეთს აქვს ორმხრივი სავაჭრო ურთერთობების განვითარების დიდი პოტენციალი და ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ერევანში სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან, სურენ კარაიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს და განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი საკითხები.
გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით 29 ივნისს ერევანში იმართება. მინისტრის თქმით, მსგავსი ფორუმები კარგი საშუალებაა კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის.

Visited 119 times, 1 visit(s) today