საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ქართული დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს.

„ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო წლებია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. აღნიშნულის შედეგად, ჩინეთში ყოველწლიურად, დაახლოებით, 4 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება. ეს პროცესები, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს როგორც ღვინის, ასევე სხვა ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდას“, – განაცხადა შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ორი ქვეყნის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

Visited 38 times, 1 visit(s) today