საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში

15/10/2017

საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარების და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდში აშშ-ის, ჩინეთისა და საფრანგეთის აღმასრულებელ დირექტორებთან სუნილ საბარვალთან (Sunil Sabharwal), პინგ სუნთან (Ping Sun) და ერვი დე ვილროშესთან (Hervé de Villeroché).
შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც ასევე იყვნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორთა საბჭოს წევრები უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში მონაწილეობას მიიღებენ სხდომაში, სადაც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან შეთანხმებას განიხილავს. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მლნ ესდეერის (42.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0