საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

09/05/2016

დიმიტრი ქუმსიშვილმა ადგილობრივ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას მნიშვნელოვანი უწოდა. ვიცე-პრემიერმა კომენტარი გააკეთა „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ საქართველოში ახალი ავიაკომპანიის რეგისტრაციის თაობაზე. “მისი ბაზა საქართველოში იქნება, ეყოლება ადგილობრივი თანამშრომლები და საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით.”- განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი უწოდა. მისი განცხადებით, აზიისა და ევროპის მიმართულებით რეისებს, სამომავლოდ, აშშ-ში პირდაპირი ფრენებიც დაემატება, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰუალინგ ჯგუფს“ საქართველოს ავიაბაზარზე შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია. კომპანია რეისების შესრულებას გეგმავს „ბოინგ 737 “ ტიპის ორი ბორტის მეშვეობით, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავიც დაემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0