საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ნუმიზმატიკური და ჰერალდიკური ხასიათის ექსპონატები გადაეცა

02/03/2016

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ნუმიზმატიკური და ჰერალდიკური ხასიათის მატარებელი ექსპონატები დადგენილი წესით – უსასყიდლოდ გადასცა.
როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გვაცნობეს, აღნიშნული ექსპონატები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურში და პერიოდულად გამოიფინება მის საექსპოზიციო სივრცეებში.
თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანის მიზნით, მომსახურების სააგენტო შეძლებისდაგვარად კვლავაც გააგრძელებს ეროვნული სამუზეუმო საგანძურის შესავსებად მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0