საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

18/07/2017

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინის დელეგაციის წევრების ოფიციალური მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პეტრო პოროშენკომ სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნებს შორის განათლების კუთხით თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოში გატარებული რეფორმების გაზიარება, უკრაინისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0