საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს იბრუნებს

19/12/2022

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს იბრუნებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორ კომპანიასთან – სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი და მისი განხორციელება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება.

„სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მისი განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა – ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, მომავალში საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0