საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სესიის ფარგლებში, დახურული პანელური დისკუსია გაიმართა

06/10/2018

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სესიის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მოლდოვის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეებთან ერთად, დახურულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი კობახიძემ, ანდრიან კანდუმ და ანდრიი პარუბიმ ევროინტეგრაციის პროცესში სამი ქვეყნის ძალისხმევის კოორდინაციაზე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დემოკრატიულ განვითარებასა და ამ პროცესში, პარლამენტების როლზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, სამმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში, უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, საზოგადოებების გაერთიანებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას.
სპიკერთა მონაწილეობით გამართული დისკუსიით, სამი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ თბილისში მუშაობა დაასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0